ბოხუას ქუჩაზე, მდებარე კორპუსში ოფისების თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და შენობა დატოვეს

თბილისში, ბოხუას ქუჩის 4 ნომერში მდებარე შენობაში, სადაც სხვადასხვა კომპანიის ოფისებია განთავსებული, თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იგრძნეს და შენობა დატოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თანამშრომლებმა მე-3 სართულზე გაზის მკვეთრი სუნი იგრძნეს. თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ შენობაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
„კვირა“ მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები