პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ ქართველებმა მოკლეს

პოლონეთში მოკლული 45 წლის ქართველი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოსთან მანქანიდან გადმოაგდეს, იმ დროისთვის ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი უცნობია. საავადმყოფოში შეყვანისთანავე ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას თან საქართველოს პასპორტი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა. მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხარში ჰქონდა მიყენებული. მანქანიდან ის მამაკაცებმა გადმოაგდეს, რომლებიც ექიმების ვარაუდით, ასევე ქართველები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები