კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ინციდენტი მოხდა

კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ერთი წვევამდელი, ელჯან ეფენდიევია კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. თუმცა ექიმების ინფორმაციით, პაციენტს დაზიანება ან სისხლჩაქცევა არ აღენიშნებოდა, ამიტომ მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს.
​თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწვრთნელ ცენტრში უმნიშვნელო შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც, ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.
​მათივე ცნობით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და იგი სამედიცინო დაწესებულებიდან მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობს.
ელჯან ეფენდიევია უკვე გამოკითხეს და საქმეში სამხედრო პოლიციაც არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები