გურანდა გაბუნიას დღეს ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ

მსახიობ გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დღეს დაკრძალავენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამასახურის ინფორმაციით,  დღესვე მსახიობს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.
გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14:00 საათზე, მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები