ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი საკანალიზაციო მილის გავლით გაძარცვა (ფოტო, ვიდეო)

ბელგიაში, ბანკი “BNP Paribas Fortis” გაძარცვეს. ქურდები ბანკში საკანალიზაციო მილის გავლით შევიდნენ. წაღებული თანხმა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძარცვაში სამი მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი დაკავებულია, ის ეთნიკურად ქართველი 27 წლის მამაკაცია.
იმისთვის, რომ დამნაშავეებს ბანკში შეეღწიათ, მათ კანალიზაციის სისტემა და ორი გვირაბი გამოიყენეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები