„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მსჯელობის მთავარი თემა ის კრიტერიუმები იქნება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.
სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.