კახა კალაძე: ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ასეთი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.
„მე არ მინახავს ეს ვიდეო, არ მაქვს ამ ვიდეოს ნახვის არც სურვილი, არც ინტერესი. ასეთი ვიდეოების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს უამრავი ფარული ჩანაწერია გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდი და მძიმეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ასეთი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს. ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.