ეგვიპტეში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 50 მუმია იყო მოთავსებული (ფოტოკოლაჟი)

ეგვიპტეში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 50 კარგად შენახული მუმია იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ანტიკვარიატის სამინისტრო ავრცელებს.
ნამარხი 9 მეტრის სიღრმეზე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ტუნ ელ-გაბალის რაიონში მიმდინარე გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი.
50 მუმია, მათ შორის 12 ბავშვის გვამი, 4 სამარხში იყო მოთავსებული. რამდენიმე მუმია ნაჭერში იყო გახვეული, ზოგი სარკოფაგში იყო მოთავსებული. გათხრების დროს, ასევე აღმოჩენილი იქნა სამარხი ნიღბები და უძველესი კერამიკული ნაკეთობები.
არქეოლოგები თვლიან, რომ ნამარხები ეგვიპტის ისტორიაში ბერძნულ-რომაულ პერიოდს მიეკუთვნება. ეს 2019 წლის პირველი აღმოჩენაა ეგვიპტელი არქეოლოგების მიერ.
მათი აზრით, ნაშთები შესაძლოა ეკუთვნოდეს ხალხს, რომლებიც დიდ თანამდებობებს იკავებდნენ, ასევე მათი ოჯახის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები