დიპლომატებისთვის გამართულ მიღებაზე პრემიერ-მინისტრი დაესწრო- (ფოტოკოლაჟი)
დიპლომატიური ტურის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა პატივსაცემად დღეს მიღება გაიმართა. მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან დიპლომატებს რეგიონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და შთაბეჭდილებები გაუზიარა.