რას აცხადებს ისნის გამგებელი ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველები მუშაობენ და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.
“ვადასტურებ ამ სამწუხარო ფაქტს. ბინა ნაქირავები ჰქონდათ ამ ადამიანებს. დანარჩენის თქმა მე ნამდვილად არ შემიძლია, შესაბამისი უწყებები მოგაწვდიან ინფორმაციას, ისინი შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. მე ბინაში არ ვყოფილვარ, რადგან იქ სამართალდამცველები მუშაობენ და ტერიტორია შემოსაზღვრულია”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები