CO-თი გარდაცვლილთა შორის მამა-შვილია – „უმეტესობა 35 წლამდე ახალგაზრდაა“
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გარდაცვლილი 7 ადამიანიდან ორი პირი მამა-შვილია.
სხვა გარდაცვლილები კი დაახლოებით 35-წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები ერთ-ერთ ბანკში მუშაობდნენ, დღეს დილით კი როდესაც სამსახურში არ გამოცხადდენენ, ზედამხედველმა მათ სახლში მიაკითხა.
მეზობლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველმა სახლის ფანჯრები შესვლისთანავე გააღო, მათ ისინი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტზე ადგილზეა პოლიცია, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.
მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.