თბილისში, საფეხმავლო ხიდებს „ზებრა” გადასასვლელები ჩაანაცვლებს
თბილისში არსებული 38 საფეხმავლო ხიდიდან 19 ხიდის დემონტაჟი განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ ნაცვლად, ე.წ. ზებრა გადასასვლელები მოეწყობა,
როგორც მერმა აღნიშნა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს როდესაც ვახორციელებთ, დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეთათვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებასა და ე.წ. ზებრა გადასასვლელებს. ამ სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია. არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, შარტავაზე, მერიის წინ ხიდი სრულიად უფუნქციოა. საჭიროა ხიდების დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.