მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო რეგიონის ლიდერია

ამერიკული გამოცემა „გლობალ ფაინანს“-ის რეიტინგის თანახმად, საქართველო 9,68 ქულით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში რეგიონის ლიდერია და 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.
რეიტინგში სომხეთი 62-ეა, აზერბაიჯანი 71-ე. თურქეთი 107-ე, ხოლო რუსეთი 108-ე ადგილზეა.
პირველი ადგილი რეიტინგში ისლანდიამ დაიკავა. საუკეთესო ხუთეულშია პორტუგალია, ავსტრია, ფინეთი და შვეიცარია.
რეიტინგი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით დგინდება, როგორიცაა მოქალაქეების დაცულობის, კონფლიქტის შესაძლებლობის, ეკონომიკური განვითარების დონე.

https://www.gfmag.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები