თბილისში, ავარიის შედეგად, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს დავით აღმაშენებლის ხეივანზე მოხდა. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ველოსიპედით მოძრავ 65 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად, ველოსიპედისტი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები