მამაკაცი, რომელიც მტკვარში გადახტა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს(ვიდეო)

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 28 იანვარს მოხდა.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ შეტყობინება “112”-ში შევიდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.
პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები