„ცალსახაა, რომ რევაზ ლაღიძის საავტორო უფლება დაირღვა“, – რა შანსები აქვთ კომპოზიტორის მემკვიდრეებს დავაში

ცალსახაა, რომ რევაზ ლაღიძის საავტორო უფლება დაირღვა, – ამის შესახებ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამცველი ორგანიზაცია GMI Rights Management-ის დირექტორმა, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ოჯახის ინტერესების დამცველმა, იურისტმა ზურაბ ბეჟაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
ბეჟაშვილმა სიმღერა „თბილისოს” ავტორობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, კომპოზიტორის ოჯახი საავტორო უფლებებს დაიცავს.
როგორც იურისტმა განმარტა, “თბილისო” რევაზ ლაღიძემ 1958 წელს დაწერა, ხოლო მისი ბრიტანული ასლი, რომელსაც ჯერი სკოტი სახელწოდებით „Stay With Me“ ასრულებდა, 1962 წელსაა შექმნილი.
„პლაგიატი ზოგადად რთული სამტკიცებელია , რადგან მნიშვნელოვან გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული მოთხოვნა და ეს უნდა იყოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დამტკიცებული. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტია:
პირველი – რევაზ ლაღიძის „თბილისო“ შეიქმნა 1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილეზე, რომელიც არის უტყუარი ფაქტი, უტყუარი გარემოება და ეს სადვააო არ არის. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ თვითონ ჯერი სკოტის ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, არის დათარიღებული 1962 წლით, ანუ ამ ორ გამოცემას შორის არის 4 წელი განსხვავება, რაც მნიშვნელოვანი ვადაა და ცალსახად შეიძლება დავადგინოთ, რომ რევაზ ლაღიძის „თბილისო“ არის ორიგინალური ნაწარმოები, ხოლო ჯერი სკოტის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის მის შემდეგ გამოქვეყნებული გადამუშავებული ვერსია.
მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია- რამდენად შიძლებოდა ჰქონოდა ერთი ავტორის შემოქმედებაზე , მეორე ავტორის შემოქმედებას გავლენა . რევაზ ლაღიძე იმ პერიოდში 4 წლის განმავლობაშია არ გასულა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ, მაგრამ საპირისპიროდ, ჯერი სკოტი მოგზაურობდა საბჭოთა კავშირში, ის ატარებდა ტურნეს და გარდა ამისა, 1961 წელს მან იქორწინა რუს მუსიკალურ პროდიუსერზე , 1962 წელს ისინი ერთად მიდიან დიდ ბრიტანეთში , თანამშრპომლობენ „ბითლზის“ მენეჯერთან და სთავაზობენ Parlophone-ს ამ მუსიკას, როგორც მათ პროდუქტს. პირველი – მის ~მუსიკალურ პროდიუსერს აუცილებლად ექნებოდა მოსმენილი „თბილისო“, იმ პერიოდში , როცა მთლიანად საბჭოთა კავშირის ჰიტი იყო ეს სიმღერა. როცა ტურნეებზე იყო საბჭოთა კავშირში გამორიცხული იყო, ეს სიმღერა არ მოესმინა. გავლენა ძალიან დიდია და ალბათობის მაღალი ხარისხია იმისა, რომ მან ეს სიმღერა მოისმინა და გაასაღა თავისად.
მესამე მომენტიც ერთვება- მას ეს სიმღერა კომერციულად არ გამოუცია, ჩაწერა სადემონსტარციო ფირფიტაზე და ეს ფირფიტა მისცა Parlophone-ს, დიდი ალბათობით უთხრა, რომ ეს ჩემი სიმღერაა და ასეთ პროდუქტს ვქმნიო. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, კონტრაქტს მიაღწია Parlophone-თან. ამის შემდეგ მას ეს სიმღერა არ გამოუცია. თავადაც და მისმა მეუღლემაც იცოდნენ, რომ ეს სიმღრა მოპარული იყო“- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაა ის, რომ სასამრთლო ეფუძნება 4 კრიტერიუმს, რომელზეც დაყრდნობითაც ან ადგენს უფლების დადგენას, ან არ ადგენს.
„ესენია: გამოყენების მიზანი , ნაწარმოების ხასიათი , გავლენა პოტენციურ ბაზარზე და კოპირების დოზა. ამ შემთხვევაში ოთხივე კრიტერიუმის გათვალსიწინებით ცალსახად იკვეთება ის, რომ იგო ფიშრისა და ჯერი სკოტის გამოყენებით დაირღვა რევაზ ლაღიძის საავტორო უფლება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა- ესაა ავტორის არაქონებრივი უფლება , სახელის უფლება. ავტორს აქვს უფლება აღიარებული იქნას ნაწარმოების ავტორად ნებისმიერი საშუალებით და ფორმით და მითითებული იქნას ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისას. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რომ კიდევ 10 წელი გავიდეს, ამ უფლებას ჩვენ არ დავკარგავთ და ნებისმიერ დროს შეგვეძლება მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ამ სიმღერაზე ბატონი რევაზ ლაღიძის ავტორად აღიარება.
გარდა ამისა, ჩვენი კანონმდებლობით ავტორის არაქონებრივი უფლებაა ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება. რაც ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს აუკრძალოს მისი დამახინჯება და მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ დაირღვა ბატონი რევაზის სახელისა და ავტორობის უფლება“- განაცხადა იურისტმა.
ბეჟაშვილის თქმით, მათ უკვე მიმართეს Warner Music Group-ს, რომლის კატალოგშიცაა ჯერი სკოტის მუსიკალური ფირფიტა.
„ჩვენ დავსვით სამი კითხვა – გამოიცა თუ არა ნაწარმოები ოფიციალურად? ეს ნაწარმოები ფიქსირდება თუ არა ამთ ბაზებში , თუ ფიქსირდება, ვინაა ავტორად მითითებული? ამ სიმღერაზე ირიცხება, თუ არა რაიმე ჰონორარები , თუ ირიცხება , ვინ არის ავტორად მითითებული და ვინ იღებს ჰონორარებს. თუ საუაბრია დიდი ოდენობის თანხაზე , რომელიც აკუმულირდებოდა ამ წლების განმავლობაში ამ მუსიკალური ნაწარმოების სახელზე აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, მოთხოვნილი იქნას ან კომპენსაციის მიღება, ან მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა . ავტორად აღიარების შემდეგ, დაიცხული ჰონორარები უნდა წამოვიდეს რევაზ ლაღიძის მემკვიდრეებთან.
რევაზ ლაღიძე არის GMI Rights Management-ის კატალოგში ეს არის ქართული მუსიკალური გამომცემლობა, ხოლო ის კონკრეტული მუსიკალური ფირფიტა არის Warner Music-ის კატალოგში , ქველეიბლი არის Parlophone. გვaქვს ძალიან კaრგი ურთიeრთობა Warner Music-ის რეგიონალურ ოფისთან , მათ ამ ფაქტზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, მოვთხოვეთ კონკრეტული ახსნა- განმარტებები. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს უფლების მფლობელების მოლაპარაკების დონეზე მოვაგვარებთ, თუ ეს ვერ მოხერხდა , ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“- განაცხადა იურისტმა.
ცნობისთვის, რევაზ ლაღიძის “თბილისოსა” და ბრიტანელი ჯაზ-შემსრულებლის, ჯერი სკოტის სიმღერის Stay With Me შესახებ სტატია popmusic.ge -მ გამოაქვეყნა.
„თუ ჯაზის ისტორიის უბადლო მცოდნე არ ხართ, 1923 წელს ინდოეთში დაბადებული ბრიტანელი შემსრულებლის, ჯერი სკოტის შესახებ ალბათ არც კი გსმენიათ. ჩვენც სრულიად შემთხვევით გადავაწყდით მის ერთ-ერთ ჩანაწერს სახელწოდებით Stay With Me და წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც სიმღერის მელოდიაში მშობლიური “თბილისოს” ჰანგები ამოვიცანით, ინგლისურენოვან ტექსტში კი ჭაღარა მთაწმინდისა და ნარიყალას ნანგრევების კვალიც ვერ აღმოვაჩინეთ. არტისტი მზისა და ვარდების მხარის ნაცვლად, საყვარელ მამაკაცს უმღერის”- ,წერია სტატიაში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები