პერუში სასტუმროს კედელი ჩამოინგრა, დაღუპულია 15 ადამიანი

პერუში, სასტუმრო “ალგამბრანში”, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევის დროს, სასტუმროში, ქორწილს აღნიშნავდნენ და შენობაში, დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე კი ხუთი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, რამაც კედლის ჩამონგრევა გამოიწვია.
“ათობით ადამიანი ცეკვავდა, როდესაც მათზე კედელი და სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან, სულ მცირე, 30 ადამიანის ამოყვანა განხორციელდა, ისინი ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს”, – აცხადებს პერუს სამოქალაქო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, რუსბი სელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები