„კლანის წევრებმა ვერაფერი აჩვენეს მოსამართლეთა კონფერნეციაზე, მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“

ამ კლანის წევრებმა ვერაფერი აჩვენეს, როდესაც მოიწვიეს მოსამართლეთა კონფერნეცია და ხელი ააწევინეს რიგით მოსამართლეებს, იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე, რომელსაც თავად იღებენ. მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, – ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა და მოსამართლეთა იმ კონფერენციას გამოეხმაურა, რომელიც 2 დღის წინ გაიმართა.
„იმ დაჯგუფებამ, რომელიც გაბატონებულია სასამართლო ხელისუფლებაში სახელდახელოდ მოიწვია ეს კონფერნეცია იმისათვის, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, აი, ჩვენ ცოტანი კი არ ვართ, ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი, დიდი უმრავლესობა მოსამართლეთა კორპუსს შორის, თუ ყველა არა. ამით რა იცვლება? თუ შენ, ჯგუფი, რომელიც გაბატონებული ხარ სასამართლო ხელისფულებაში, მუქარით, იძულებით, ან გარკვეული წყალქვეშა დინებების საფუძველზე აიძულებ ადამიანებს მხარი დაგიჭირონ, ან მინიმუმ ჩუმად მაინც იყვნენ იმ უკანონობების მიმართ, რომელსაც შენ სჩადი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ლეგიტიმური ხდები, შენი მოქმედება კანონიერი ხდება და ა.შ. თუ შენ შენს უკანონო სამქიანობაში ითრევ სხვა ადამიანებსაც, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს შენს უკანონო საქმიანობას. ამით ვერაფერი აჩვენეს ამ კლანის წევრებმა, როდესაც მოიწვიეს მოსამართლეთა კონფერნეცია და ხელი ააწევინეს რიგით მოსამართლეებს, იმ უკანონო გადაწყვეტილებებზე, რომელსაც თავად იღებენ . მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
რასაკვირველია, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ ხელისუფლების პირობებში. ხალხი წყვეტს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც”- განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსნებეთ, 26 იანვარს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა.
„საჭიროდ მიგვაჩნია შევაფასოთ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე მიიღეს.
მოსამართლეების აზრით, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატურები წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დაიწყო ამ პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია, წარდგენილი კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო შეფასებების გავრცელება“.
კონფერენციის მონაწილეები მიმარათვენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებენ – „განახორციელონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რათა შეწყდეს ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიეცეს მას შესაძლებლობა მშვიდ გარემოში განაგრძოს საქმიანობა, ხოლო მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს მხოლოდ სამართლებრივი დისკუსიის ფარგლებში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით.“
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები