თბილისის მერია, საახალწლო განათებების დემონტაჟთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია, დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, განცხადებას ავრცელებს.
“დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.