ნინო წილოსანი – კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის მოსდევს ქმედითი ნაბიჯები

კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის მოსდევს ქმედითი ნაბიჯები, მისი ძალისხმევით, შეთანხმება მოხდა ინვესტორთან და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერი ყოველთვის გამოირჩეოდა ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობით განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ეს ნებართვა გაიცა. „სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ქალაქი მერისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით თავისი ამომრჩევლის მიმართ და ზრუნავს თბილისზე, განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ვაკის პარკის ეს ნებართვა გაიცა და, ზოგადად, მახინჯი და ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვები გაიცემოდა” – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, კახა კალაძის უკვე გაცხადებული პოლიტიკა – გამწვანება, ეკოლოგიის დაცვა და ქალაქის იერსახის გალამაზება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის საკეთილდღეოდ. 19:37 არჩილ თალაკვაძე – „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევას. მისი თქმით, უახლეს კვლევაში დასახელებულია მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები. „კვლევაში პირდაპირ არის დასახელებული ის რეფორმები, რომელიც გაატარა მთავრობამ, ის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გაატარა პარლამენტმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დამსახურებული შეფასება. რაც მთავარია, ეს არის ინდექსი, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები და ბიზნესმენები ინტერესდებიან და ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების უკეთ წარმოჩენას მსოფლიოში“ – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი, 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები