ლედი გაგას კონცერტს სტამბოლში კონჩიტა ვურსტი გახსნის

,,ევროვიზია 2014’’-ის გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი სექტემბერში სტამბოლში დაგეგმილ მომღერალ ლედი გაგას კონცერტზე გამოვა, – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მაისის დასაწყისში მომღერალმა ლედი გაგამ მესამე ალბომის მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნე დაიწყო, ხოლო სექტემბერში მომღერალი კონცერტს თურქეთში გამართავს.
როგორც ცნობილი ხდება, ლედი გაგამ თავად მოიწვია კონჩიტა ვურსტი, რომ მის კონცერტზე გამოსულიყო და ასევე თავად კონჩიტა გახსნის ლედი გაგას კონცერტს. ლედი გაგამ ,,ევროვიზია 2014’’ -ის დასრულების შემდეგ აღფრთოვანება გამოხატა კონჩიტასა და მისი ვოკალური მონაცემების მიმართ. მომღერალმა არ გამორიცხა, რომ კონჩიტას სხვა ქვეყნებშიც მიიწვევენ ლედი გაგას კონცერტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები