სანზონაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონა დეიდის სახლში გადაასვენეს
22 იანვარს, თბილისში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ კავთისხევში, დეიდის სახლში გადაასვენეს.
ინფორმაცია “კვირას” სოფელ კავთისხევში კასპის მერის წარმომადგენელმა, მიხეილ კელაპტრიშვილმა დაუდასტურა.
სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, ამავე დღეს ბავშვის დედა, ლელა ქსოვრელი დააკავეს. გამოძიება ბავშვის დედას იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება, რომელიც საპატრულო პოლიციამ ქალს 6 იანვარს გამოუწერა.ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.