დაწესებულებები, სადაც ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრები ტარდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრების ჩატარებაა შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, უფასო აცრის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშია შესაძლებელი.
ვაქცინის განაწილება 23 იანვარს დაიწყო და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
თბილისის მასშტაბით, აცრის ჩატარება შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი:
1. შპს „ვერე-21“ პოლიკლინიკა- მის: ქიაჩელის ქ. N 18
2. შპს „მედისონ ჰოლდინგი“- მის: კალოუბნის ქ. N 12
3. შპს „მედისონ ჰოლდინგი“-მის: ვაჟა-ფშაველა 83/11
4. შპს „ჰერა“- მის: ლუბლიანას ქ. N 5
5. შპს „მედკაპიტალი -გლდანი“- მის: ვეკუას ქ. N 18
6. შპს „მედკაპიტალი -სამგორი“- მის: მოსკოვის გამზ., კვ. 4, კორპ. 3
7. შპს „მედკაპიტალი – საბურთალო“ – მის: გამრეკელის ქ. N 19
8. შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“- წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

25 იანვარს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაქცინაციას “ევექსის” თბილისისა და რეგიონების პოლიკლინიკებში მხოლოდ ორსულებისთვის განახორციელებს.
ვაქციანციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „ევექსის“ შემდეგ პოლიკლინიკებს:
თბილისი:
1.ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა – ვაჟა ფშაველას 40
2.ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა – ა. წერეთლის გამზირი 141ა.
3.ევექსის ისნის პოლიკლინიკა – ქ. წამებულის 69
4.ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა -ვეკუას ქ. 3
5.ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა – პეტრიწის 16.
რეგიონები:
1.ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა – ს. ხიმშიაშვილის #20
2.ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა – მ.კოსტავას 1
3.ევექსის ფოთის პოლიკლინიკა – გამსახურდიას ქ. N6
4.ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა – პ.იაშვილის ქ. 9/11.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში 7 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა. ყველა ეს მედიკამენტი ორსულთათვის არის განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები