“მამაკაცი, რომელიც მამის მკვლელობისთვის დააკავეს ნასვამი იყო” – რას ყვებიან გარდაცვლილის მეზობლები
ვანში სავარაუდოდ შვილის მიერ მოკლული 59 წლის მამის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ნაცემი იყო და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა.
მათივე თქმით, კახიანებს სტუმრები ჰყავდათ და სავარაუდოდ ბრალდებულმაც დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.
“ჩემი ბავშვი წაიყვანეს დაკითხვაზე, არაფერ შუაში არ არიან გარშემო მეზობლები. სტუმრები ჰყავდაო რამდენიმე ჭიქა ღვინო დაულევიათ მოვიდა და დაწვა. მაგრამ მერე რა მოხდა არ ვიცი. იმასაც ამბობენ, რომ ნაცემიაო”, – განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.
მათივე ინფორმაციით მოკლული მამაკაცი გზაზე ნახეს.
შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მამაკაცი მოკლული იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.