საქართველოში საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გახსნის. აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს და მებაჟე ოფიცრებს პროფესიულ დღეს მიულოცავს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით, აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაცია დაესწრება.
საბაჟოს საერთაშორისო დღე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართება და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები საბაჟო დეპარტამენტის 18 თანამშრომელს და პარტნიორ უწყებებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები