DIB სკოლაში სემინარი დასრულდა (ვიდეო)

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“ სემინარი დასრულდა.
მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცეს. მინისტრის მოადგილემ გერმანიის მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამდღიან ტრენინგს გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
„კურსის მიზანს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. აღნიშნული კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა.კურსში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების საშუალო და მაღალი რგოლის, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებს სემინარის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები