ეკა ბესელია: მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვაა

“მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ განმარტა, მისთვის მეორე ხარისხოვანი კითხვაა დატოვებს თუ არა იგი საპარლამენტო უმრავლესობას.
„მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას, რომელია მთავარი კითხვა? ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, მთავარი კითხვა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის ჩვენ შევძლებთ დავტოვოთ ქვეყანაში გამართული მართლმსაჯულება თუ არა. მე სად ვიქნები, ეს მეორე ხარისხის, მეათე ხარისხის კითხვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო. სხდომას, სადაც გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე და უვადო მოსამართლეების გამწესების საკითხზე იმსჯელებენ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები