ტერეზა მეი “ბრექსიტის” საკითხს ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან განიხილავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი “ბრექსიტის” საკითხებს ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან განიხილავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აცნობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ცდილობდა პარლამენტის წევრები “ბრექსიტის” საკითხის ჩიხიდან გამოყვანაზე დაეთანხმებინა და ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებისთვის მხარი დაეჭირათ, რის გამოც მან უარი თქვა ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის მეორედ ჩატარების ინიციატივაზე.
ამასთან, მას კომენტარი თანამდებობის შესაძლო დატოვებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ არ გაუკეთებია.