რომან კაკულია: დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს საკუთარი თავი წარუდგინოს ადგილად, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოა.
მისივე თქმით, ფორუმი შესაძლებლობას იძლევა ფართო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. ეს არის ადგილი, სადაც საერთაშორისო ეკონომიკის თემებით დაინტერესებული პირები ერთმანეთს მნიშვნელოვანი ინფორმაციას აწვდიან.
“პრემიერ-მინისტრს აქვს მკაფიო გზავნილები იმ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს აქვს და რომლითაც შესაძლოა საინტერესო გახდეს პოტენციური ინვესტორებისათვის. ამიტომ ამ შესაძლებლობის ასე ოპტიმალურად გამოყენება და დამსწრე საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც უნდა გაზარდოს საქართველოთი დაინტერესების ალბათობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – აცხადებს კაკულია.