თბილისის აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
ქურდობის ფაქტი 17 იანვარს მოხდა, რაც აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს.
ინფორმაცია “კვირას“ შს სამინისტროშიც დაუდასტურეს.
უწყებაში განგვიმარტეს, რომ აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, კერძოდ კი მტვირთავი-მუშა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით არის დაკავებული.