არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სახელით ლევან ჩხაიძის ოჯახს მიუსამძიმრა
არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.
„ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მინდა სამძიმარი გამოვთქვა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით. ის იყო პრინციპული, ნიჭიერი, პროფესიონალი, რომელიც ყველასთვის დიდი დანაკლისია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.