კურსი “თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დაიწყო (ვიდეო)

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული მასშტაბის კურსი – „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიხსნა. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.
კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. კურსს ბრიტანელი ინსტრუქტორები გაუძღვებიან და მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სტრატეგიული დაგეგმვის, თავდაცვის სისტემაში მართვის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
კურსი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეათედ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები