დიდ დიღომში დაღუპული დედა-შვილის ცხედრები სახლში გადაასვენეს

დიდი დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან მთაწმინდაზე, იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.
როგორც გარდაცვლილების ნათესავები ამბობენ, ნათია ციცვიძე, ოჯახთან ერთად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალი წლის წინ გადავიდა.​
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი, მათ შორის 36 წლის ნათია ციცვიძე და მისი ოთხი წლის ვაჟი გარდაიცვალნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები