“სისხლის ბანკი”: მოსახლეობას მოვუწოდებთ გამოიჩინონ გულისხმიერება და სისხლი გაიღონ

იაშვილის კლინიკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
როგორც “კვირას” „სისხლის ბანკში” განუცხადეს, გასულ ღამეს დიღომში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებულებს სისხლის გადასხმა დასჭირდათ, ამ ეტაპზე”სისხლის ბანკში” სისხლის მცირე მარაგი აქვთ და მას შევსება სჭირდება.
“დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა. აუცილებელია, რომ სისხლი იყოს რეზერვში, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ გამოიჩინონ გულისხმიერება და სისხლი გაიღონ”, – განუცხადეს “კვირას” “სისხლის ბანკში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები