ათენში, ქართველი ემიგრანტი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, 42 წლის მადონა ჩარკვიანი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
„2019 წლის 17 იანვარს მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. ტრაგიკულად დაასრულე შენი სიცოცხლე. ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.
რა დაუნდობელი ყოფილა ეს ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს ვირუსი გადაგეტანა… ყველას ემახსოვრება შენი დიდი სითბო და სიყვარული.
ავბედითი დღეა დღეს… ულმობელმა სიკვდილმა გაგვტაცა შენი თავი. ყველასთვის კარგი და კეთილი ადამიანი იყავი. ალბათ, უფალმაც ამიტომ გადაგიყვანა თავისთან, მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.
ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს“ – წერს ქართველი ემიგრანტი შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები