“ეჭვი მეპარება, რომ ამ უბედურებამაც რაღაც მნიშვნელოვანი და უმთავრესი გვასწავლა, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფულზე მეტად გვიყვარს ჩვენი შვილები”

ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახლა მაინც თუ ხვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რატომ არ შეიძლება სახლების მშენებლობა წყალდაცვით ზონებში, დატბორვის არეალებში, მეწყერ და ღვარცოფსაშიშ ზონებში, რატომ არის სახიფათო ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში საშიში ნივთიერებებით სავსე ცისტერნების რკინიგზის შემადგენლობებით ტრანსპორტირება, რატომაა საშიში საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მახინჯ, უსახურ, ყოველგვარ უსაფრთხოებას მოკლებულ ბაზრობებზე ადვილად აალებადი და ფეთქებადი საქონლის გაყიდვა და ა.შ? ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ უბედურებამაც რაღაც მნიშვნელოვანი და უმთავრესი გვასწავლა, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ფულზე მეტად გვიყვარს ჩვენი შვილები…“,- წერს მამუკა სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, 7 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები