დიდ დიღომში, აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი 30 წლის ლევან დავლაძეა

„კვირას“ ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მეოთხე პირი 30 წლის ლევან დავლაძეა.
“კვირას” ინფორმაციით, ლევან დავლაძე ტრაგედიამდე კორპუსში ერთ-ერთ მაცხოვრებელთან სტუმრად იყო მისული.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მკითხველს დამატებით დეტალებს მოგვიანებით მივაწვდით.
ცნობისთვის, გუშინ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
35 წლის ნათია ციცვიძე, მისი 4 წლის ბიჭი და აგრეთვე ნათია ციცვიძის და- ნინო ციცვიძე და 1989 წელს დაბადებული ლევან დავლაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 7 ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები