დიდ დიღომში, მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე მერია უკვე მუშაობს და დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 7 ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები