ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” დიდ დიღომში გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა თბილისში, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – აცხადებენ ფრაქციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, 7 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები