გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა – დაშავებულია ერთი მამაკაცი

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მას სახის არეში დამწვრობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება გორში, წმინდა წყლის დასახლებაში დაახლოებით გუშინ 18:00 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები