რას ყვება თვითმხილველი დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე-“წნევამ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო მეზობელი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა”

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი სოციალური ქსელში დეტალურად წერს. „კვირა“ თვითმხილველის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მოკლედ რა მოხდა,
რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ) მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.
როგორც ჩანს ერთ-ერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი.
დაგროვების შედეგად ერთერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგრობილი ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება.
დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია საერთულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებული კორპუსების დაზიანება.
ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დეზორიენტირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მაცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო.
სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რო მოეხდინათ მაცხოვრებლების ევაკუაცია.
ამ დროს კიდევ ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეს ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული “დომხალი” იყო.
საღოლ ამ ბიჭებს რო არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირიბებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვილებიც“, – წერს ლადო ვახტანგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები