დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის რამდენიმე სასტუმროში გადაანაწილეს

თბილისში, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო, 27 დაზარალებული დედაქალაქის რამდენიმე სასტუმროში გადაანაწილეს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის ხელისუფლებას დახმარებისთვის 27-მა ადამიანმა მიმართა, რის შედეგადაც ყველა უზრუნველყოფილია საკვებით და თავშესაფრით.
მათივე თქმით, გამგეობის თანამშრომლები სასტუმროებში მორიგეობენ. 46-მა დაზარალებულმა კორპუსიდან ნივთების გამოიტანა შეძლეს.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულების ნაწილმა ღამე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ტეხასში“ გაათენა, ნაწილმა კი გურამიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „შაინში“ .
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, 7 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები