კახა კალაძე: კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იაშვილის კლინიკაში განაცხადა, სადაც დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვები არიან მოთავსებულნი.
“პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალეულობას რაც შეეხება მიმდინარეობს გამოძიება და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები