დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის წინ  იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა, მიუხედავად მედიკოსთა მცდელობისა, მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დადასტურებული ინფორმაციით, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა მთლიანად ევაკუირებულია. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
აფეთქების ადგილზე პრემიერი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები