დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას საავადმყოფოებში გადაჰყავს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
კორპუსში მცხოვრებლები შველას ითხოვენ, რადგან დაზიანებულია კიბე და სახლიდან ვერ გადიან. მაშველები კი მათ გამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება ცხრასართულიანი შენობის მეოთხე, ან მეხუთე სართულზე მოხდა.
აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები