დიდ დიღომში აფეთქება მოხდა- არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, ორი ადამიანია გარდაცვლილი.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირმა გამოიწვია.
აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები