საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალი თავჯდომარედ აირჩიეს. როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა. საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები