„საპარტნიორო ფონდმა“ ტოჩინოშინი დააჯილდოვა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.
არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება რადიო JAKO FM-ის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენებს რადიოს ერთ-ერთი დამაარსებლის, ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები JAKO FM-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ტოჩინოშინის მნიშვნელოვან ტურნირზე ყოფნის გამო, მისი კუთვნილი პრიზი ლევან გორგაძის დედას, ნანა მარქარაშვილს გადასცა, ღონისძიებას მთავრობის, თბილისის მერიის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და დამსახურებელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ლევან გორგაძე სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა და საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-3 ევროპელი და მე-11 უცხოელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. 30 წლის ლევან გორგაძეს იაპონურ სუმოში 12-წლიანი კარიერის თავზე – ოძეკის (ჩემპიონის) პრესტიჟული წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები