„თუ მეთოფიშვილს სურს თავი გამოიჩინოს ფრთიანი გამონათქვამებით, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტში მოვიდეს“

„თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი ფრთიანი გამონათქვამებით გამოიჩინოს, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და წარმომადგენლობით ორგანოში მოვიდეს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის სერგო მეთოფიშვილის “ფეისბუქის” პოსტს, სადაც მოსამართლე წერს, რომ ეკა ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან.
დეპუტატმა მოსამართლეს მოსამართლეს აკადემიური რიტორიკისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლება მსაჯულია და არა მხარე.
„სჯობს, დიქტატურასა და ავტორიტარიზმზე ფრთიანი გამონათქვამებით იმ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ, ვინც ასეთ საუბარში შემჩნეულია. მოსამართლეს აკადემიური რიტორიკისკენ მოვუწოდებ. სასამართლო ხელისუფლება წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მსაჯული და არა მხარე. მე ამას ვისურვებდი, თორემ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და შეუძლია უფრო ფრთიანი გამონათქვამებიც გამოიყენოს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, სერგო მეთოფიშვილი იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების მხრიდან უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გაკეთა, ასე გამოეხმაურა: „წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები