“ოპონენტების მცდელობა, აიძულონ ხელისუფლება, ნაჩქარევად გამოეხმაუროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, პროვოკაციული ნაბიჯია”

„ოპონენტების მცდელობა, დაამუნათონ და აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ნაჩქარევად გამოეხმაუროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, არის პროვოკაციული ნაბიჯი“,- ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში დაიკარგა ტერიტორიები და მოქმედმა ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს ეპარქიები.
„თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ არ აღიარა კოსოვო იმ მიზეზით, რომ არ შეექმნა პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის. და მაშინ, გაუგებარია, რატომ უკვირთ დღეს ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს თბილისის ფრთხილი პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში. ეს იგივეა ახლა მაშინდელი ხელისუფლება დავამუნათოთ კოსოვოს არ აღიარების გამო“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, იქნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს გიგა ბოკერიას და მის გუნდს სურს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა მაქსიმალურად დაეძაბოს.
„ისე ჩანს, თითქოს ბოკერიას და მის უკან მდგომ ჯგუფს სურს საქართველოს მაქსიმალურად დაეძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთმა აღიაროს ცხინვალისა და აფხაზეთის ეკლესიების დამოუკიდებლობა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ამოცანა, სხვა შემთხვევაში, მისი პოზიცია გაუგებარია. თუკი ადამიანი არის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ამ შემთხვევაში გიგა ბოკერია, მაშინ, საეკლესიო საკითხებში, ის უნდა დაემორჩილოს თავის პატრიარქს, თუ ათეისტია, ესეც თქვას, დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ“, – განმარტავს ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები